სალომე ზურაბიშვილის ვაჟი განცხადებას ავრცელებს

309
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პრეზიდენდობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გუგუშვილი (გორჯესტანი) მათი ოჯახის მიმართ მუქარის გზავნილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ძვირფასო მეგობრებო, მე, დედაჩემმა და ჩემმა ჟურნალისტმა დამ არაერთხელ მივიღეთ სასიკვდილო მუქარის შემცველი გზავნილები. ამ სიტყვებზე კომენტარიც ზედმეტია: – “შუბლს გაგიხვრეტ”, “შენს სისხლს დავლევ”. ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა.

მათი ავტორები იდენტიფიცირებულნი არიან, როგორც ყოფილი სამხედრო ოფიცრები, რომლებიც მათი სოციალური ქსელის პროფილების მიხედვით დაკავშირებულნი არიან ოპოზიციური პარტია -“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან. მსგავს მუქარები არის ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” სისტემატური მცდელობებისა რომ შექმნან სიძულვილის ატმოსფერო, დაძაბონ ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

ეს არის ის, რის წინააღმდეგაც იბრძვის სალომე ზურაბიშვილი. ჩემ ჟურნალისტ მეგობრებს ვთხოვ, რომ გაავრცელონ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაში”, –  წერს თეიმურაზ გორჯესტანი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE