ბოლო ამბები
07/11/2024

ალეკო ელისაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით

გაზიარება

ალეკო ელისაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” 1 წლის შემდეგ კვლავ დააინიცირა.

“ერთხელ ხომ აწვალეს და კინაღამ ამობრუნდა ეს ქვეყანა. არ უნდა გავიდეს კანონი. ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება გამჭვირვალეა. აბჯარი აისხით და მოემზადეთ, დიდი ცემა-ტყეპა გველის”- განაცხადა ელისაშვილმა 3 აპრილს, პარლამენტში.

შეგახსენებთ, დღეს, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” უბრუნდება კანონპროექტს, რაც უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.

აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში იქნა ინიცირებული, თუმცა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის საპროტესტო აქციებისა და დაპირისპირების შემდეგ კანონპროექტი უკან გაიწვიეს.

სხვა ამბების წაკითხვა