პატრიოტთა ალიანსი ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს – ირმა ინაშვილის პოზიცია ლევან ვასაძესთან დაკავშირებით

424
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ჩვენი პოლიტიკურ გუნდი – პატრიოტთა ალიანსი ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს!!!” – აცხადებს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.

“რამდენიმე დღეა არ წყდება უკიდეგანო შეურაცხყოფის ნიაღვარი ლევან ვასაძის მიმართ. რასაც ვაკვირდები, საქმე იმაში არაა, ბრძოლის რა მეთოდი აირჩია ვასაძემ.

თუ უფრო ღრმად გავაანალიზებთ პროცესს, დავინახავთ, რომ ვასაძე სწორედ მისი პოზიციის გამო აღმოჩნდა მიზანმიმართული შეტევის ქვეშ! და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას – ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა.

მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. არადა, ყველაფერი პირიქითაა და ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჯერ კიდევ 2014 წელს შევაგროვეთ 100 000-ზე მეტი ხელმოწერა და მივმართეთ პარლამენტს, რათა აკრძალულიყო ლგბტ პირების ცხოვრების წესის პროპაგანდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა ეს მიმართვა და 100 000 ხელმოწერა არაფრად ჩააგდო.

არავინ არავის არ ერჩის, კაცთა კვლისა და ცემა-ტყეპის მომხრე ვინაა? მაგრამ როდესაც ლგბტ ჯგუფები სკოლების, საბავშვო ბაღების, ცენტრალური პროსპექტების სივრცეში ცდილობენ მსვლელობების და ახლა უკვე ე.წ. „თბილისი პრაიდის“ გამართვას, ქართველი ხალხის სრული უმრავლესობისათვის ეს სწორედ პროპაგანდას ნიშნავს.

არავის უნდა, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ ხდებოდეს ის, რაც ჩვენი რწმენის, ზნეობის, ტრადიციების მიღმაა.

ვასაძე სწორედ ამ პოზიციის დაცვით გამოვიდა ვერის ბაღში- ზნეობრივი პოზიციის დაცვით! და არ შეიძლება, რომ ეს პოზიცია, თუნდაც, ვიღაცისთვის მიუღებელი, გახდეს ლევან ვასაძეზე უწყვეტი თავდასხმის, შეურაცხყოფის, ლანძღვის მიზეზი, რამაც ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯა.

ახლა გადახედეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და ცალკეულ ენთუზიასტებს, რომლებიც ვასაძის ბულინგით არიან დაკავებულნი და დარწმუნებული ვარ, დასკვნებს მარტივად გამოიტანთ. ჩვენ ზნეობისთვის ბრძოლას ვუჭერთ მხარს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი- პატრიოტთა ალიანსი ზნეობისთვის ბრძოლას უჭერს მხარს!”– აცხადებს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE