23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ევროპულ დროშას დავიჭერ და ბოლომდე თქვენთან ვიქნები – სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია ოპოზიციისა და არასამთავრობოების იმ წარმომადგენლებთან ერთად, ვინც ეწინააღმდეგება კანონის მიღებას უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონი.

ამის შესახებ მან 3 აპრილს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის საზოგადოების მობილიზაცია უნდა მოხდეს, ისინი ერთად, ევროპული დროშის ქვე უნდა წავიდნენ არჩევნებზე და არჩევანი გააკეთონ სწორედ ევროპული ღირებულებების  სასარგებლოდ.

“ჩვენ უნდა გავიდეთ არჩევნებზე, ამისთვის უდიდესი მობილიზაცია არის საჭირო. ყვლა გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი – ევროპული დროშის ქვეშ, ევროპული სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვმუშაობთ და გავერთიანდებით.

ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე  და ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ევროპამ და ევროპულმა საქართველომ”- თქვა ზურაბიშვილმა.