ოკუპაციის გარდა, ყველაფერზე ღელავს ჩვენი საზოგადოება, ქუჩაში გამოდიან სხვისი “ნიფხვის” გასაკონტროლებლად

466
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი გასვიანი – ტელეწამყვანი, მსახიობი:


“ოკუპაციის გარდა, ყველაფერზე ღელავს ჩვენი საზოგადოება. ქუჩაში გამოდიან სხვისი “ნიფხვის” ქვეშ რა ხდება – იმის გასაკონტროლებლად! ერთი ქართულ-აფხაზური ვებ-გვერდიი მაინც გაეკეთებინა ვინმეს, აფხაზურად სტატიები დაწერილიყო.

იქნებ ინტერნეტის მეშვეობით მოგვეხერხებინა და იქაური ახალგაზრდა მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც გაგვეგებინებინა, რომ მტრები არ ვართ, არც დამყრობლები და მკვლელები. რომ აფხაზეთი საქართველოა ისტორიულად.

რაიმეთი მაინც, გაუწია ჩვენმა სახელმწიფომ ბრძოლა რუსულ პროპაგანდას აფხაზურ სკოლებში???

ჯანდაცვის პროგრამის გარდა,(ჩვენთან რომ მკურნალობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი, რაც კარგია) სხვა რაიმე ნაბიჯი რომ გადადგმულიყო, არ შეიძლებოდა?

ირბინეთ ქუჩაში და ებრძოლეთ ლგბტ-ებს, დაიცავით ქვეყანა “ცოდვისგან” და იყურეთ სხვის საცვლებში… ! გააკეთეთ სხვისი საქმე, აშოვნინეთ ფულები სხვებს- ზოგს რუსული, ზოგს გრანტები, რომ თქვენ გადმოგიგდონ 50 ლარი მაინც… (ეხებათ კონკრეტულ ადამიანებს)”

 

თქვენი კომენტარი?