არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს – ვეტერანების განცხადება

424
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანები ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ჯარის პოლიტიკური მიზნების გამოყენაბზე საუბრობენ. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ბოლო დღეების განმავლობაში დავდექით სამხედრო მოსამსახურეებისთვის შეურაცხმყოფელი რეალობის წინაშე. რიგი პოლიტიკური ძალების მხრიდან მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზირებისა და მდინარე პროცესებში ჩართვის მცდელობა. ჩვენ, ქართველი სამხედროები, ვეტერანები, ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში აფხაზეთში და სამაჩაბლოში 2008 წლის აგვისტოს ომში ქვეყანას საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიცავდით, არ დავუშვებთ, რომ ქართული ჯარი ვინმემ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.

ჩვენო თანამებრძოლებო, ნურავის მისცემთ თქვენი სამხედრო მუნდირის, დაღუპული გმირების ხსოვნის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებას. ნურავის მისცემთ შეიარაღებულ ძალებში დაპირისპირების გაღვივების უფლებას. ქართული ჯარი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოსა და საკუთარი ხალხის ინტერესებს. ქართული შეიარაღებული ძალები არა რომელიმე პოლიტიკური ძალის სამსახურში, არამედ ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ყოველთვის ასე დარჩება”, – განაცხადეს ვეტერანებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE