ბოლო ამბები
11/12/2024

წამომყევი სალომე და შენ თუ “ფსიქო” მოგცენ, პასუხს ვაგებ, ეს არის უსამშობლო და უცხვირპირო – ბექა ოდიშარია სალომე სამადაშვილს

გაზიარება

“სალომე სამადაშვილმა ახალი ფსკერი დაიპყრო, ეს რა განაცხადა? –  სალამს არ აძლევ არავის 10 წელიწადია, ბატონ რომანს {გოცირიძე} მაინც მიესალმე, ან გვერდზე მსხდომებს მაინც მიესალმე, საით მიდიხარ, როგორ მოდიხარ, სახლში იციან აქ რომ ხარ?

წამომყევი და შენ თუ ფსიქო მოგცენ მე პასუხს ვაგებ და თუ აქამდე ვინმემ ფსიქო მოგცა, იქნებ სახელი და გვარი მითხრა, იმათი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, როგორ შეიძლება ამ ადამიანის პარლამენტში ყოფნა? ასეთი ადამიანის, რომელიც არად დაგიდევს არათუ ადამიანის ღირსებას, ოჯახი ამან არ იცის, შვილები, მშობლები და ა.შ

ეს კი არის უსამშობლო და უცხვირპირო ადამიანი და მუდმივად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს, როგორიც დიპლომატი იყო, ისეთივე წარმატებული პოლიტიკოსია “ლელოსი”, მაგრამ ერთხელაც იქნება, მარტო მე კი არა, ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებსაც ამოუვათ ყელში და მერე ნახავ შენ, ვინ და რისი ღირსია და როგორ მიმართვის ღირსია”- მიმართა “ქართული ოცნების” წევრმა ბექა ოდიშარიამ “ლელო”-ს წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

სხვა ამბების წაკითხვა