ბოლო ამბები
01/12/2024

ანუ, მშვიდად უნდა აიღოს ტყაჭა-ჯორქალა ხოშტარიამ გერგიევისგან გადმორიცხული მილიონები რომ მე ან ერეკლე დეისაძეს პუტინისტობა დაგვაბრალოს? 

გაზიარება

მართლა მაინტერესებს, ამ მუხლებში “რუსული” რაა? “ქართული ოცნება” აუტკივარ თავს რატომ იტკივებს ხოლმე, ვერ ვხვდები, მაგრამ, იმასაც ვერ ვხვდები, წელიწადში ერთხელ საშემოსავლო დეკლარაციის შევსება და დაფინანსების გამჭვირვალობა “რუსული” კანონი რატომაა?”– წერს სოციალურ ქსელში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, რომელიც ეხმიანება მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ კანონპროექტს  უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

“მთელ დემოკრატიულ და ცივილიზებულ სამყაროში გამჭვირვალობა და ფინანსური პასუხისგება არის სტანდარტი – ნებისმიერი საქმისთვის, ნებისმიერ სფეროში.
ანუ, არაფრით არ უნდა მოყვეს ლომჯარიამ, გვარამიამ და ხოშტარიამ, საიდან და რისთვის იღებენ მილიონობით დაფინანსებას?
ანუ, მშვიდად უნდა აიღოს ტყაჭა-ჯორქალა ხოშტარიამ გერგიევისგან გადმორიცხული მილიონები რომ მე ან ერეკლე დეისაძეს პუტინისტობა დაგვაბრალოს? 
მიტინგები და წივილ-კივილი დაიწყება ეხლა. და ძალიან მომბეზრდა ეს 30 წლიანი საგიჟე და სიგიჟე”– წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა