ბიძინა ივანიშვილის გამოხმაურება რუსული დელგაციის პარლამენტში ყოფნის შესახებ

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებით ეხმიანება საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ყოფნას და მოქალაქეთა პროტესტს.

„სრულიად ვიზიარებ ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს. როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება. მე უკვე ვესაუბრე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვხატე ჩემი მკაცრი პოზიცია და, რა თქმა უნდა, ჩემი რეკომენდაცია იყო ამ სხდომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE