პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება – კახა კალაძე

269
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერი, საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ყოფნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„მინდა, შევეხო პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს. მე, როგორც ქალაქის მერი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც პარლამენტში ხდება.

ვფიქრობ, მოგვიანებით გაირკვევა, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა წინასწარ უნდა გვეფიქრა იმაზე, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE