ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, ისინი ღრმად არიან შეშფოთებულები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის გამო, რომლის მიღებაც ქართულ ოცნებას ხელმეორედ სურს.
განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
“ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს.
ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა.
ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან.
ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას”– აცხადებს მილერი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს