მე, შეიძლება ვასოცირდები რომელიმე პარტიასთან, მაგრამ ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს – ბაია დვალიშვილი

1463
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი ბაია დვალიშვილი რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებას მისსავე გადაცემაში გამოეხმაურა.

“ბოდიშს გვიხდიან ჩვენც და გავრილოვსაც, ჩვენ ამ ბოდის არ ვიღებთ. არავის არ ეგონოს, რომ დღეს საღამოს დაგეგმილ აქციაზე ნაკლები ხალხი იქნება, მემგონი მეტი იქნება, სამწუხაროდ ცოტა ადრე დავტოვე გუშინდელი აქცია, ბოლომდე უნდა ვყოფილიყავი. ბევრი ხალხი იდგა და ბევრი იდგება.

მე, შეიძლება ვასოცირდები რომელიმე პარტიასთან, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას ახალგაზრდებს. რომლებიც საერთოდ ტელევიზორს არ უყურებენ და თქვენ უგნურ და უსახურ სახეებს საერთოდ არ იცნობენ, მაგრამ როცა ეხება რუს ოკუპანტს, იქ არიან.

თქვენ ესროდით ადამიანებს არა პარტიული მიკერძოებით,  არამედ ადამიანებს, რომლებიც გულანთებულები იდგნენ და აღარ უნდათ რუსული. გერმანული იციან, ფრანგული და ინგლისური, ისინი სხვა მენტალობის ადამიანები არიან.

ნუ აიგივებთ ახალგაზრდებს პარტიასთან, რომლებიც საერთოდ არ გიცნობენ და ფურთხის ღირსადაც არ გთვლიან, ეს მათი შეურაცხყოფაა. 

მელია, მგელია თუ ვეფხვიას გამო არავინ არ გავდივართ ამ აქციაზე, მე დავინახე რუსის კაცი, რომელიც იჯდა ჩემ პარლამენტში, რომელიც ქუთაისიდან გადმოიტანეთ, ყოფილიყო იმ ქუთაისში.

არ გავივათ ეს, დღეს უფრო მეტი ხალხი იდგება, ამოვიდა ყელში და ეს გუშინდელი ღამე თქვენ გუშინ არ დაგიწყიათ. მანამდე იყო პანკისი, ბევრი უბედურება, ვითმინეთ, ვითმინეთ. რუსის დანახვაზე, ყოველ ჯერზე ეს მოხდება. გმადლობთ ახალგაზრდებო, მიყვარხართ ყველა, რადგან გუშინ ძალიან ბევრნი იდექით იქ” – განაცხადა ბაია დვალიშვილმა გადაცემაში “სხვა შუადღე”

 

თქვენი კომენტარი?