ბოლოს და ბოლოს, უნდა დაისვას ნაც.მოძრაობის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი – ზვიად ავალიანი

293
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ანალიტიკოს ზვიად ავალინის შეფასება რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასა და დარბევაზე.

“ფაქტია, რომ რაც გუშინ მოხდა, იმის შემდეგ ცხოვრების ძველებურად გაგრძელება შეუძლებელი იქნება…

ამიტომ მმართველმა გუნდმა უნდა გააცნობიეროს, რომ ერთდროულად ყველას მეგობარი ვერ იქნები და უნდა დაიწყოს პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება

რას ნიშნავს ეს? – ეს ნიშნავს იმას, რომ:

ა) თუ პროტესტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური ხასიათი, აქციის რიგით მონაწილეებზე „ჯოხის გადატეხვის“ ნაცვლად, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაისვას ნაციონალური მოძრაობის ლიდერების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და საერთოდ, უნდა გაირკვეს რამდენად კანონიერია ამ ორგანიზაციის საქმიანობა

ბ) მმართველი გუნდიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მარაზმზე, რომელშიც გუშინ აღმოვჩნდით

გ) სასწრაფოდ უნდა მოხდეს მართვის სტილის, საკადრო გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის გადააზრება”– ამბობს ზვიად ავალიანი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE