“ოცნებასთან”  დისკუსიისას, აღარასოდეს დავუსვამ კითხვას ყოფილ ხელისუფლებას -აბა თქვენ რომ ხალხს არბევდითთქო

395
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ინგა გრიგოლიას გამოხმაურება რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებასა და დარბევაზე:

“წუხანდელს მერე, გადაცემაში აღარ ვკითხავ ყოფილ ხელისუფლებას, სამაგიეროდ, თქვენ ხალხს სპეცრაზმით უსწორდებოდითთქო. ეს სათქმელიღა ჰქონდა “ოცნებას”, რითიც ყველა დებატში მორალურ უპირატესობას გრძნობდა და ესეც გააკეთეს.

უნდა გამოვტყდე, შინაგანად მეც ასე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ხელისუფლება ხალხს არასოდეს დაარბევდა, რატომღაც ასე მჯეროდა..

ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდია პოლიტიკური ქვეტექსტები, პარტიული ამბები და ასე შემდეგ, დღეიდან გადაცემაში , “ოცნებასთან”  დისკუსიისას , აღარასოდეს დავუსვამ კითხვას ყოფილ ხელისუფლებას -აბა თქვენ რომ ხალხს არბევდითთქო? – მოვრჩი” – ამბობს ინგა გრიგოლია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE