MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნინო ჯანგირაშვილი – ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, ტელეწამყვანი


“სანამ ქოცურ მესიჯბოქსს გაიმეორებთ, მათ შორის ზოგი პატივსაცემი ადამიანი: აქციაზე გავატარე გუშინ რვა საათი. აქციას არ ჰყოლია ლიდერი, არ იყო ორგანიზებული, თუნდაც ტექნიკური საკითხები. რას ლაპარაკობდნენ და რა ხდებოდა კიბეებზე არავის ესმოდა ოცი მეტრის იქით. ამის მიუხედავად ხალხი იდგა და არ იშლებოდა. იყო ათასობით ადამიანი. აღშფოთებული, გაბრაზებული.

ძირითადად ახალგაზრდები. ეს იყო ნატურალური სახალხო პროტესტი. ჩანდა კიბეებზე ჩოჩქოლი ქვევიდან და მეტი არაფერი. დეტალებს ვერავინ ვერ ხედავდა. ათასობით ადამიანი, ვინც ქვევით იდგა არც არსად შეჭრას გეგმავდა, არც “ანტიკონსტიტუციურ ქმედებას“.

ელოდნენ ხელისუფლებისგან პასუხს, და პასუხისმგებლობას. სწორედ ამ ხალხმა მიიღო პასუხად ცრემლსადენი გაზი უსასრულო რაოდენობით და რეზინის ტყვიები, დევნა რუსთაველზე მთელი ღამის მანძილზე, ფიზიკური ანგარიშსწორება და დაპატიმრება.

მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა და დასაჯა მშვიდობიანი მოქალაქეები, ვინც არსად შეჭრას არ აპირებდა და უბრალოდ თავის პროტესტს გამოხატავდა.”

თქვენი კომენტარი?