ბოლო ამბები
06/10/2024

პასუხისგებაში მიცემის ღირსი ხართ, თქვე მანიპულატორო ტელე-ურჯულოებო – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

ამერიკული FARA საქართველოს ტერიტორიაზე რუსულიო!  შინაარსში არ შედიან, რუსულია, და მორჩა!  მათთვის დედამიწა ბრტყელია, მსჯელობაში არ შემოდიან! მათთვის რეპტილოიდები ყველაზე დიდი საფრთხეა, რუსეთის შემდეგ!

ადრე მოაზროვნე ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ტვინის ხვეულების სიღრმეს შეიძლება კავშირი ჰქონოდა ნიჭთან, ან ინტელექტთან.”- ასე აფასებს მაია ნიკოლეიშვილი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან.

“არა და არა! ნიჭი და ინტელექტი მხოლოდ თავისუფალი ადამიანის ბედისწერა და ბედნიერებაა და არა ზომბის. კოგნიტური იარაღის მსხვერპლი ჯერ არათავისუფალი ხდება, მერე იჯერებს, რომ უიღბლოა, მერე აღიარებს, რომ წარუმატებელია, და რომ მისი წარუმეტებლობა სხვისი ბრალია და ეს “სხვა” ქვეყანაა, წყობაა, მთავრობაა!

მივიღეთ ზომბი!

საბრალო ზომბი ისეა ემოციურად აბობოქრებულ-ადუღებული, და ისეა ინტელექტუალურად გასადავებული, რომ კითხვასაც ვერ დასვამს-დავუშვათ, მთავრობა შეიცვალა, ვიქნები წარმატებული ან შეძლებულიო?

ჩვენ ვიცით, რომ არა! მისი წარუმატებლობის, არამოტივირებულობის, სიზარმაცის, გულგრილობის მიზეზი მასშია და იმიტომ. მას კი სხვისი ბრალი ჰგონია.
საბრალო ზომბი კითხვასაც ვერ უსვამს საკუთარ თავს და პასუხი საიდან ეცოდინება. მას ხომ წაკითხვის, შინაარსში შესვლის, გააზრების, გაანალიზების და შეჯერების უნარი წაართვეს…კრიტიკული აზროვნების უნარი დაუბლაგვეს.

საბრალო ზომბი.

ამერიკული კანონი რუსულია და მორჩა! “რატომ?” -ეს კითხვა ზომბს არ უჩნდება, უფრო სწორად, ვერ უჩნდება. . . მისთვის დედამიწა ბრტყელია და მორჩა, აბა, დაუმტკიცე საწინააღმდეგო! გიკბენს, როგორც გარეული ცხოველი.

საბრალო ზომბი.

ისე, რამდენი დააზომბირეს, “დააბეტონეს” და “დააკონტეინერეს”ამ შობელძაღლებმა! საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციებისთვის პასუხისგებაში მიცემის ღირსი ხართ, თქვე მანიპულატორო ტელე-ურჯულოებო!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა