MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ნიკა გვარამია “რუსთავი2”-ის სახელით გიორგი გახარიას გადადგომას და დაკავებას ითხოვს, ამის შესახებ მან საგაგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ მან ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, მისი ბრძანებით, საპოლიციო რაზმმა უზრუნველყო ის, რომ მასობრივად შეფერხებულიყო ჟურნალისტების საქმიანობა.

განსაკუთრებით “რუსთავი2”-ის ჟურნალისტებს და ოპერატორებს დამიზნებით ესროდნენ, მიზანში ამოღებულად დასდევდნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი წამყვანი ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, ცოტა ხნის წინ დასრულდა ოპერაცია, აქვს ძალიან ღრმა ჭრილობა და მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩვენი მეორე თანამშრომელი, გიორგი სულაშვილი , რომელმაც დაკარგა თვალი”- განაცხადა ნიკა გვარამიამ

 

თქვენი კომენტარი?