ბოლო ამბები
15/10/2024

ირაკლი კობახიძე, შენ საერთოდ ვის დაეკარგე? ყველგან ეკვეხები – ნათია მეზვრიშვილი პრემიერს მიმართავს

გაზიარება

გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს სოციალური ქსელით მიმართავს:

“ირაკლი კობახიძე, შენ საერთოდ ვის დაეკარგე? პოლიტიკოსად ხომ უარყოფით რეიტინგებში ჩემპიონი იყავი და ხარ; პრემიერად ხომ ვერ შედექი (რიგითი ქოცის წონა არ გაიშვა და ისიც შენზე წონიანად ჩანს); ფეხბურთის გულშემატკივრობა შენთვის ჩინურია – სტადიონზე ჩაცმა და მოქცევა შენ არ იცი, ყველგან ეკვეხები, სადაც ბიჭები ფოტოს იღებენ, ყველა ფოტო გააფუჭე; დამოუკიდებლობის დღეს შეზლონგზე კოტრიალობდი; საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ ხარ; რუსეთს მტერს ვერ ეძახი; ერთი კონსტიტუციონალისტობას იჩემებდი და იქაც ჩაფლავდი.

სულ ვიღაცა წარმატებულს ეტმასნები და ხეირს მაინც ვერ ნახულობ. აი ასეთი არავინ და არაფერი გამოდიხარ და ქვეყნის ევროინტეგრაციას (თაობების ოცნებას და ნამდვილ ქართულ საქმეს) სუბიექტურ ინტერესს არქმევ და მარცხებში ლიდერი ისევ ფეხბურთის გამარჯვებას ეტმასნები.წადი რა და რაც ჩაგაბარეს – არჩევნების გაყალბება, იმას მიხედე. თუმცა, მგონი ეგეც „აგახიეს“. ამიტომ, მრჩეველი მოძებნე ვინმე, რომ ესეთ კომიკურ ვითარებაში აღარ ჩავარდე და კომპლექსებისგან თავს კალაძესავით რამე არ აუტეხო.”- წერს მეზვრიშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა