23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

მოცეკვავე თეა დარჩიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, დაიწყება ადგილზე დახვრეტები, დასმენები და დაჭერები

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

მოცეკვავე თეა დარჩიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, დაიწყება ადგილზე დახვრეტები, დასმენები და დაჭერები.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“რუსული კანონი არ დამტკიცებულა და ვერც დამტკიცდება და უკვე რამდენი ღვარძლი და აგრესია, ჭუჭყი და ბოროტება წამოიღო. ღმერთმა დაგვიფაროს და დამტკიცების შემთხვევაში წარმოიდგინეთ რა მოხდებ – აპირდაპირ ადგილზე დახვრეტები დაიწყება, დასმენები, ,,ანონიმკები’’ დაჭერები და კიდევ რა მოთვლის, რამდენი ბოროტება დაითესება.

არა და არავითარ შემთხვევაში! ეს ჩვენ დაგვღუპავს სამუდამოდ! ისედაც დაგვყვეს ნაცებად და ქოცებად, ჰომოფობებად და ლიბერალებად, მორწმუნეებად და ურწმუნოებად…. უკან დასახევი არც ერთი ნაბიჯი არ გვაქვს! ეს იქნება დასასრული ჩვენნაირი ემოციური და პატარა ერისთვის”- წერს თეა დარჩია.

მისივე თქმით, კანონი არ წაუკითხავს, თუმცა გრძნობს, რომ ის რუსულია.