“სასწაული ჩაიდინეს” – ექიმებმა დემეტრე ნაყოფიას თვალი გადაურჩინეს

424
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

20 ივნისის აქციაზე დაზარალებულთა შორის ერთე-ერთი ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა.

მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დემეტრემ თვალი დაკარგა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ექიმები ოპერაციის გზით მისი თვალის შენარჩუნებას ამ დრომდე ცდილობდნენ.

როგორც ცოტა ხნის წინ მისმა მეგობარმა ნიკა ლაშხიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ექიმებმა სასწაული მოახდინეს და ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

მათი ძალისხმევით დემეტრეს თვალი შეუნარჩუნდა.

მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს.

დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას.“ – წერს ლაშხია.

“მეგობრებო, დიტოს თვალი შეუნარჩუნეს ექიმებმა

Demetre Nakopia Long live iron man “- წერს Salome Stitch Rhoads.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა ამ ეტაპზე მხედველობის შესანარჩუნებლად მიმდინარეობს ოპერაცია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE