გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პრემიერ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა კანონპროექტზე უცხოური გამჭვირვალობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო არ მიიღებს ამ კანონპროექტს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს მათი (ევროკავშირის) და საქართველოს მოქალაქეების კრიტიკულ პოზიციას.
“ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შენიშვნა: განცხადების შინაარსი ეფუძნება სინქრონულ თარგმანს, შესაბამისად, ნებისმიერ უზუსტობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თარჯიმანს.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს