მთავარი წინ გველოდება, ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია – თემურ გვალია

404
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რუსი დეპუტატის სკანდალს შეწირული პარლამენტის თავმჯდომარე, მომიტინგეების დარბევა და რუსეთის საპასუხო ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში – ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ქვეყანაში არეულობა? – ამ საკითხზე მსახიობი თემურ  გვალია საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს:

“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” განსახორციელებელი გეგმის ნაწილია. მთავარი წინ გველოდება. ბოლო კი იქნება ამდაგვარი:

1) რუსეთი ყველანაირად შეავიწროვებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს.

2) დააწესებს ეკონომიკურ სანქციებს და ქართული პროდუქტი აღარ გავა საქართველოდან რუსეთში. ასევე არც რუსული პროდუქტი შემოვა აქ.

3) დაიწყება რუსეთის “ნერვიულობა” საქართველოში მცხოვრები რუს მოქალაქეებზე და ამას მოყვება რამდენიმე პროვოკაციული ქმედებები.

4) ამ პროვოკაციულ ქმედებებს მოყვება ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა, რომელიც ისევ და ისევ მინი-ომით დამთავრდება. ამ ომს მოყვება კიდევ ტერიტორიების დაკარგვა.

5) ეს ყველაფერი მოხდება იმისათვის, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი დაბრუნდეს საქართველოში.

რუს ტურისტებს, რომლებსაც სოლიდური ფინანსური მოგება მოჰქონდა ქვეყნისთვის, აეკრძალათ უკვე აქ შემოსვლა. თუმცა ფრენა თუ აღარ იქნება, ისედაც ვეღარ შემოვლენ…

ხო, და კიდევ ერთი: ასევე მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება ქვეყანაში.

ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, მათი ხელისუფლებაში მოსვლისა და გამო.  ერთადერთი გზა სააკაშვილის და მისი გუნდის  ხელისუფლებაში დაბრუნებისა, არის – რუსეთთან ომი.

და ერთიც: მე არანაირად არ ვამართლებ იმას რაც მოხდა და არანაირად არ ვამტყუნებ იმ მოსახლეობის ნაწილს, ვინც გულით აპროტესტებს ამ დიდ პროვაკაციულ, მაგრამ მაინც ხელისუფლების მიერ  ჩადენილ შეცდომას.

თუ ვცდები, უფალმა მომიტევოს. ნეტავი ვცდებოდე.” – აცხადებს თემურ გვალია.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE