დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს -გიორგი კეპულაძე

458
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ფინანსური განათლების დირექტორი, გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რუსული სანქციების შედეგად საქართველოს ბიუჯეტმა შესაძლოა 300 მილიონ დოლარამდე დაკარგოს, რაც დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს ქვეყნის შემოსავლებს.

“რუსეთიდან შემოსული ტურისტების მხოლოდ 20-დან 25%-მდე იყენებდა საჰაერო მიმოსვლას და ძირითადად ლარსიდან ხდებოდა გადმოსვლა 2018 წელს.

საჰაერო შემოსვლა რომ საერთოდ გაუქმდეს და სახმელეთო გზით შემოსვლა განახევრდეს, დანაკარგი დაახლოებით 250-300 მლნ აშშ დოლარს არ გადააჭარბებს მიმდინარე წელს 2018 წელთან შედარებით, რაც მთლიანი შემოსავლების 8-9% ია. ზრდადი ტურიზმი სხვა ქვეყნებიდან აღნიშნულ დანაკარგს კიდევ უფრო შეამცირებს. ასე რომ, #პუტინხუილო და ვერავის გადაუღუნოს!”– წერს გიორგი კეპულაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE