ბოლო ამბები
01/12/2024

2006 წლის 25 სექტემბერს უარი რომ ვთქვი სააკაშვილთან ერთად ყურძენი დამეწურა, ეგ გახდა მიზეზი ჩემი დაჭერის და 10 წელი მომისაჯეს

გაზიარება

“2006 წლის 25 სექტემბერს უარი რომ ვთქვი სააკაშვილთან ერთად ყურძენი დამეწურა ეგ გახდა მიზეზი ჩემი დაჭერის და 10 წელი მომისაჯეს”- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თემურ თათარაშვილი.

“დიდი ხანია არაფერს ვწერ და სიმართლე გითხრათ თავს ვიკავებდი დღემდე ,მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მაინც დავწერე ეს სტატუსი ახლა. 2006 წლის 25 სექტემბერს უარი რომ ვთქვი სააკაშვილთან ერთად ყურძენი დამეწურა ეგ გახდა მიზეზი ჩემი დაჭერის და 10 წელი მომისაჯეს.

გარდა ამისა,ბევრად უარესი ის გააკეთეს რომ დღემდე ბევრს გონია ,თითქოს სულ სხვა ბრალდებით ვიჯექი ციხეში რადგან მაშინვე საინფორმაციო კამპანიით ეცადნენ ჩემთვის სახელის გატეხვას როგორც სჩვეოდათ ხოლმე.

ახლა ვისაც რა სურს და ვისაც რა მოადგება ენაზე იმას საუბრობს, თუ სცენიდან და თუ ტელეეკრანებიდან და ამისთვის არავინ იჭერს. კარგით რა, შეირგეთ ეს თავისუფლება. ევროპაშიც შევალთ და არავის მონებიც არ გავხდებით!”– წერს თათარაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა