ჩემი მხარდაჭერა ყველა პატრიოტს, მიუხედავად ამ ყველაფრისა არასოდეს გავიზიარებ დესტაბილიზაციის იდეას

308
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მარიტა კუბლაშვილი – ადვოკატი


“ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი ამ საშინელებაზე.!!რუსეთი ოკუპანტია და დაუშვებელია ქვეყნის მტრების გამო და საკუთარი სულელური ნაბიჯების გამო გაცოფებულ საზოგადოებას გაუსწორდე! მოეშვით პოლიტიკური ძალები ხალხით მანიპულირებას.

ჩემი მხარდაჭერა ყველა პატრიოტს ვინც გულწრფელად გამოხატა პროტესტი!! მოეშვით ხალხის დაყოფას ნაცებად და ქოცებად ამის დრო არაა დღეს!!მიხედეთ ქვეყანას და თქვენს გაუბედურებულ ხალხს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა არასოდეს გავიზიარებ დესტაბილიზაციის იდეას, ყველა ის ადამიანი ვინც დღეს სახელმწიფოებრიობის დანგრევას ცდილობს ( ყველა პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ და მათ გარემოცვას) მიმაჩნია, რომ ქვეყნის მტერია და პირდაპირ მიმართულია რუსეთის ინტერესებისკენ.

ველოდებით რეაგირებას! ყველა პოლიტიკური პარტიის გარეშე მშვენივრად შეძლებს ხალხი აზრის დაფიქსირებას! შორს მიკერძოებული ლიდერები!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE