ამას რომ ვერ გააცნობიერებ მმართველი პარტია რომ გქვია,უნდა წახვიდე – ეკა ბესელია

364
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ეკა ბესელია – დეპუტატი


მთელი ეს დღეები საოცრად განვიცდი ( ისევე როგორც ბევრი თქვენთაგანი) მიმდინარე მოვლენებს. არ ცხრება და არც დასრულდება ბჭობა და კამათი იმაზე ვინ რა მიზნით და განზრახვით მოქმედებს. მიზანი კი მთავარია . მე ვარ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც სამართლიანობისთვის, სამშობლოს მთლიანობისა და თავისუფლებისთვის იბრძვის. ვარ სოლიდარული ყველასთან, ვისაც უსამართლოდ ექცევიან.

არ მინდა განსჯა დეტალების ახლა და ამ დროს( ამის დროც დადგება) მაგრამ ერთი რამ ცხადია – იმ ახალგაზრდებს, ვინც საკუთარი გულწრფელობით და სამშობლოს სიყვარულით არის ანთებული – ბოლომდე გადავეფარები, ხოლო მათ ვისაც მავანნი და თავად უსამართლობის ჩამდენნი იყენებენ – უნდა დავანახოთ სწორი გზა. საოცრად ნიჭიერი და სამართლიანობისთვის ანთებული ახალგაზრდობა მოდის და მე ეს მეიმედება.

ჩვენ, იმ თაობამ ვინც ბევრი იბრძოლა სამშობლოსთვის, სამართლიანობისთვის , სწორედ ასეთ მართალ და ნიჭიერ აალგაზრდებს უნდა დავუთმოთ და გავუკვალოთ გზა! მათი პროტესტი სამართლიანია!  ოკუპანტს თავისი ადგილი უნდა მიუჩინო!
გავრილოვს რა უნდოდა საქართველოს პარლამენტში???

ამას რომ ვერ გააცნობიერებ მმართველი პარტია რომ გქვია,უნდა წახვიდე!!! და ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის კადრები როცა დასდევდნენ ახალგაზრდებს და ცემდნენ, ესროდნენ დამიზნებით…. გამახსენდა ასე გვარბევდნენ ნაციონალების დროს!!! ჩვენ არ მოვუწოდებდით ძალადობისკენ და შევარდნისკენ არც ერთი აქციის დროს-განხვავებით იმათგან, ვინც ეს გაბედა! არც არასოდეს მიმიტოვებია აქციის მონაწილეები !!!

სამართლიანობაზე თუ ვლაპარაკობთ უნდა ითქვას , რომ ნაც მოძრაობას სურს რევანში და მიდიან ყველაფერზე ( რაც დაუშვებელია და არ დავბრუნდებით წარსულში) ქართული ოცნება კი საუბედუროდ ემსგავსება ნაცებს .
რაც არ უნდა მომხდარიყო – სამწუხაროდ მოხდა – სისხლიანი კადრები მომიტინგეების დარბევის უკვე არებობს!!! თვალებდათხრილი ახალგაზრდები!!! დაშავებული მოქალაქეები…

ამაზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს! ისევ კლანის სასამართლო ასამართლებს დაკავებულ ახალგაზრდებს! ისევ უკანონო დაპატიმრებები, ადამიანის უფლებების გათელვა, ვინც ჩვენ გვასამართლებდა, ისევ ისინი ასამართლებენ ახალგაზრდებს, ისე რომ არ აინტერესებთ სამართალი!  სასამართლოში ისევ უსამართლობაა!
გაათავისუფლეთ ეს ახალგაზრდები!!!

დაამატეთ მოთხოვნა – კლანი უნდა წავიდეს და უვადო მოსამართლეების არჩევა გუქმდეს!!! სამ მოთხოვნას უნდა დაემატოს ეს მოთხოვნაც! სამართლიანი სასამართლოს გარეშე არ იქნება მშვიდობა ქვეყანაში!!!

სხვაგვარად სამართალი ამ კლანის ხელში არ დადგება! მე ვარ ყველასთან , ვისაც უნდა ქვეყანა ერთიანი, თავისუფალი და სამართლიანი ნაც მოძრაობის და ქართული ოცნების მმართველობის გარეშე!!! არც ერთი და არც მეორე !!! ჩვენს ქვეყანას ჭირდება სამართლიანობა და ერთიანობა !  რუსეთი ოკუპანტია!”

თქვენი კომენტარი?
IMG.GE