გუშინდელი აქციიდან პოლიტიკოსების გამოყრა არის განწყობა იმ დესტრუქციულ ძალაზე – კახა კალაძე

296
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

კახა კალაძე – თბილისის მერი


გუშინდელი აქციიდან პოლიტიკოსების გამოყრა არის განწყობა იმ დესტრუქციულ ძალაზე, ვინც ახალგაზრდებს პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა

ნებისმიერ ადამიანს, სტუდენტს და ახალგაზრდას ჰქონდა უფლება და შესაძლებლობა, მისულიყო გუშინდელ აქციებზე, რადგან ეს იყო სტუდენტების და არა პოლიტიკოსების. პოლიტიკოსები როგორ გამოყარეს გუშინ და როგორ ხვდებოდნენ, ამის ბევრი კადრი გაქვთ.

ჩვენ ვნახეთ პროტესტები, ზოგს წყლის ბოთლი ხვდებოდა თავში, ზოგს სტვენით ხვდებოდნენ, ზოგს წადი წადის უყვიროდნენ. ეს არის ახალგაზრდების განწყობა იმ დესტრუქციულ ძალასა და პოლიტიკოსებზე, ვინც რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტი და შევარდნილიყვნენ“,– განაცხადა კალაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE