გოჩა მირცხულავა: რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ, ფაქტია – ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა

452
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს .

„ახლა რამდენიც არ უნდა ვიქილიკოთ, ფაქტია – ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა – ვერც იძულების, ვერც შიშის, ვერც დაღვრილი სისხლის და პროტესტის ფასად“. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და მადლობა საქართველოს ახალგაზრდობას – მათ გამოჭედეს ეს გონიერება, ეს შედეგი.

ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ შეაქებს და ვინ გალანძღავს ოცნებას. ცხადია – ოცნება იძულებული გახდა და მაინც, შედეგი ახალგაზრდების დამსახურებაა. ერთი რაც არ მომწონს ნულოვანი ბარიერია. ამ ეიფორიაში ახლა ამაზე საუბარს აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთს შევნიშნავ – რისკის ფაქტორად, რადგან ქართველი პოლიტიკოსების მადა ვიცი – მომავალი პარლამენტი ხმების ქარვასლად არ გადაიქცეს. თუმცა ალბათ, ეს პროცესიც უნდა გავიაროთ. კიდევ ერთხელ მადლობა საქართველოს ახალგაზრდობას“ – წერს გოჩა მირცხულავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE