“წავედით მე და ჩემი თვალუკა ევროპაში, მალე დაგიბრუნდებით კარგი ამბებით “

192
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მაკო გომური, 18 წლის გოგონა, რომელმაც 20 ივნისის აქციაზე თვალი დაკარგა, სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ამის შესახებ მან თვითონვე სოციალურ ქსელში დაწერა.

მაკო გომური 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.

„მეტი სიმახინჯე ფოტო ვერ გადავიღე ფოთიშით ფოთიშით კამერა გადაბრუნდა; მოკლედ, წავედით მე და ჩიემი თვალუკა იევროპებში და დაგიბრუნდებით კარგი ამბებით. მიყვარხართ ბავშვებო ძალიან და თქვენს გვერდით ვიდგები 
პ.ს ყურსასმენები გასაწმენდი არაა, სისხლი არ მოშორდა 
eye for an eye!!“ – წერს მაკო გომური.

ცნობისთვის მაკოს ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის აქციის მონაწილე არ იყო და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობდა.

მათი ინფორმაციით, გოგო სამსახურს გვიან ღამით მორჩა და რუსთაველის მოედნის გავლით სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც მას რეზინის ტყვია თვალში მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს, რაც აქციის დროს დაშავებულთა მკურნალობისთვის იქნება საჭირო.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE