ზაზა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: „სულ ერთი წამით, რომ დავუშვათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ ღამეს და რა დილა გაუთენდებოდა ქვეყანას“

356
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა პარლამენტის სესიაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

მისი თმით, ნებისმიერ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები.

დავეთანხმები კოლეგებს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადამიანურად არც სასიამოვნოა და არც არანაირად აღტაცებული, მაგრამ ჩვენ ვართ საკანონმდებლო ორგანოში და ყველა ვარიანტში სახელმწიფოებრივად უნდა ავწონ-დავწონოთ ის ყველაფერი რაც მოხდა. ყველა ვარიანტში, პასუხი იქნება არა ვინმე ერთ პირზე, მე კერძო პირთან საქმე არ მაქვს, იმ საზოგადო ჭირზე ვლაპარაკობ რა ჭირიც ნაც. მოძრაობაა და მათი არსებობა, მათი შედეგები რაც იყო. სულ ერთი წამით, რომ დავუშვათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო იმ ღამეს და რა დილა გაუთენდებოდა ქვეყანას, ასეთი უბედურება რომ მომხდარიყო. ახლა მე კითხვა მაქვს, იმიტომ გავიზარდეთ ამ რევოლუციებში, მიტინგებში, გადმოგდებებში, დავბერდით უკვე ამაში და რა მოუტანა ამან ქვეყანას ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთადერთი გზა რჩება ნებისმიერ ხელისუფლების შეცვლის, ეს არის არჩევნები, სხვა გზა არ განიხილება. წერიტილი. იხსნება იმუნიტეტი იმის გამო, რომ ხელ-ფეხი გაეხსნას გამოძიებას და ჰქონდეს უფლება აწარმოოს ეს სამართალწარმოება როგროც საჭიროა და მერე რა მასალებიც დაიდება, პროკურატურა და სასამართლო როგორც მივა ამ შედეგამდე, აი ის იყოს შედეგი.“- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE