ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

342
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ამერიკის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას, როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.“- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE