ელენე ხოშტარიას დედა ირინა გუნცაძე ეხმიანება tv “იმედი”-ს გავრცელებულ ფარულად გადაღებულ ვიდეომასალას, რომელშიც მას მიმოწერა აქვს რუსეთიდან სოლიკო ვირსალაძის საავტორო ჰონორარის გადმორიცხვასთან დაკავშირებით.
“ჩვენი ოჯახის არა ერთი თაობა ვებრძვით რუსეთის რეჟიმს! მათ შორის სოლიკო ვირსალაძე გოგის და მანანას ბიძა. თქვენ ოფშორების კანონის მიმღებებო, საქართველოს გამყიდველებო – როგორ გაგიჭირდათ რომ ბინძურ ფულში ჩაფლულ ივანიშვილის ტვ. იმედის და პოს ტვ-ჭაობის ვირთხების ნასედკების და სუსის იმედად დარჩენილები აღმოჩნდით და აღარ იცით რა მოიგონოთ..არაფერი არ გამოგივათ! ეს კი ფაქტია რომ ელენეს ცხოვრებაში ერთი ნამცეცი ნეგატივისა ვერ მოგინახავთ , გარდა სოლიკო ვირსალაძის! საცოდავებო.. ფეხებზე გვკიდია თქვენი პროპაგანდისტული მანქანა ჩვენს წინააღმდეგ მომართული, ე.ი. მაგრად აგებთ! ვერ მოგვერევით ! არა რუსულ კანონს ! არა რუსულ ხელისუფლებას !”- წერს ირინა გუნცაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს