ბოლო ამბები
12/10/2024

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ღრმად შეშფოთებული რჩება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე

გაზიარება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ ღრმად შეშფოთებული რჩება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე. ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა რობერტ გილკრისტმა დასმული დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონს საქართველოში, აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ ამ კანონის ამოქმედების შეთხვევაში, ეს კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან. ჩვენ ანალოგიურად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე“, – განაცხადა რობერტ გილკრისტმა.

სხვა ამბების წაკითხვა