მიმდინარე მოვლენების გამო პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურ ანგარიშს აღარ წარადგენს

296
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, არსებულ ვითარებაში, სამთავრობო პროგრამის სათანადო განხილვის ჩატარება შეუძლებელი იქნება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენებისთვის ახალი თარიღის განსაზღვრის მიზნით, კონსულტაციები გაიმართება.

 „მიმდინარე სასესიო კვირაში დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების წარდგენა. კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული მოხსენება შეეხება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პირველად იმართება იმ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ და ახალი რეგლამენტის მიღების შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ და ამით საფუძველი უნდა ჩაეყაროს ძალიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ტრადიციას – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ხაზგასმით ვამბობ, როგორც პარლამენტის, ასევე, მთავრობისთვის.” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE