მამუკა მდინარაძის საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

428
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინზე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან მორიგ კანონდარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “რუსთავი2”-ის მეშვეობით დაიწყო საწინააღმდეგო პროპაგანდის მორიგი ეტაპი.

“ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად. გარდა ეთიკისა, ისინი არ ერიდებიან კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. არჩევნების პირველი ტური “რუსთავი2″-ის მიერ რუსული პროპაგანდის სტილში წარიმართა და სურათი არ შეცვლილა, გრძელდება რუსული სტილი პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ არ არის დანიშნული, რუსთავი2”-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით უკვე რამდენიმე დღეა განათავსა ნაც.მოძრაობის ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში. 

მოვუწოდებთ, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია “რუსთავი2″-ს ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები. ასევე მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და რეაგირებისკენ მოვუწოდებთ აღნიშნული საარჩევნო კანონის დარღვევაზე”- განაცხადა მამუკა მდირანაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE