არაფერი გაუქმდება, ამ მხრივ საქართველოს მოსახლეობა არაფერი ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარია ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც.
„ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა ხალხის მიმართ. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მანდატი, სულ რამდენიმე კვირა დარჩათ და ეს არის ბოლო გაბრძოლება, რომ ქართველ ხალხს რამენაირად სიტყვიერად თავს დაესხან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს