23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

აქტივისტი თამარ ჯაყელი უარს იტყვის საქართველოში მუშაობის გაგრძელებაზე, თუ გამჭვირვალობის კანონს მიიღებენ

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ლგბტ აქტივისტი თამარ ჯაყელი უარს იტყვის საქართველოში მუშაობის გაგრძელებაზე, თუ გამჭვირვალობის კანონს მიიღებენ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ კანონპროექტი არის რუსული.

“რუსული კანონი მასობრივი ემიგრაციის, ღირსების აყრის, უმუშევრობის გაზრდის, ტოტალური უიმედობის, ქვეყნის დაჭაობებისა და ავტორიტარიზმის გაფორმების კანონია.

ორგანიზაციები და მედიები ვაცხადებთ, რომ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში.
მე პირადად ვაცხადებ, რომ იმ ქვეყანაში არ გავაგრძელებ საქმიანობას, სადაც აგენტი/უცხოური ზეგავლენის ძალის წარმომადგენელი მერქმევა.

ხვდებით ხომ ეს რას ნიშნავს? თუ რუსული კანონი საბოლოოდ დაკანონდა, გარდა ევროპული მომავლისა, დემოკრატიისა და ყველა სიკეთისა, ქვეყანა დაკარგავს ათასობით პატრიოტ, საქვეყნო საქმეებთან შეჭიდებულ, ჭკვიან, პროგრესულ ადამიანს.

ქალები, ბავშვები, შშმ პირები, ქვიარები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, გარემოს დამცველები, მშრომელები დაკარგავენ თავიანთ (ხშირ შემთხვევაში) ერთადერთ ქომაგებს. ათი ათასობით მოქალაქე დაკარგავს უფასო იურიდიულ დახმარებას და უამრავ სხვა სერვისს.

ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. ყველანი ერთად ვდგავართ ამ კანონის წინააღმდეგ. მზად ვარ მთელი არსებით ბრძოლისთვის!
არა რუსულ კანონს! კი ევროპას!”- წერს ჯაყელი.