განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

ხათუნა ხოფერია


“რა მოლოდინები გაუცრუა გახარიამ რევანშისტებს! ხომ გაგიგიათ, ბ..ზს ყველა მისნაირი გონიაო და ელოდნენ შსს-ს მინისტრისგან სამინისტროში და პირველ რიგში სუსში ჩარჩენილი ნაცზონდერების მხილებას სახელ-გვარებით.

კერძოდ, თუ ვის გაახსენდა 2012 წლის აგვისტოში შეძენილი რეზინის ტყვიები, ვინ გასცა მათი გამოყენების ბრძანება, ვინ იყვნენ ის პირები, რომლებიც ბელინსკის ქუჩამდე მისდევდნენ შტურმის მონაწილეებს. როგორ მოხდა ძალის გადამეტება, ვის წისქვილზე ასხამდა ეს ყველაფერი წყალს, როგორ გადაიბარეს ნაციონალებმა ევრონაცების დაგეგმილი, განხორციელებული და აგორებული გახარიას ჩამოშორების გეგმა და გადაზარდეს ის სახელმწიფო დამხობის მიშას და ბიძამის -თემურ ალასანიას მიერ შემუშავებულ გეგმაში.

ასევე ელოდნენ, რომ დაიწყებდა ვიდეო-აუდიო მასალების ფრიალს და გადატრიალების ორგანიზატორთა ჯერ კიდევ ოფიციალურად არ დადასტურებული მამხილებელი ფაქტების მოყოლას. ასევე, განმარტავდა, თუ ვისი ჩარევით მოხდა საპროტესტო მიტინგის ისევ ევრონაც ბოკერიას კონტროლის ქვეშ დაბრუნება.

მოკლედ, ელოდნენ იმას, რასაც თავად იზამდნენდა არაერთხელ უქნიათ… ჰოდა, ისიც გაგონილი გექნებათ, რომ კაცი თუ ხარ, ბოლომდე კაცად რჩები და საკუთარ კაცობას არ ღალატობ! მე ვარო ყველაფერზე პასუხისმგებელიო, თქვა გახარიამ და…. ბასტა!
არც არავის პროვოკაციებზე წამოგებას არ ვაპირებო…ბასტა!

რაზეც პასუხი უნდა ვაგო, იმასაც თავად გამოვიძიებო და თამად მოვუკითხავ დედებსო…ბასტა! ტვირთსაც თავად ვზიდავო და ჩემი სახელიც მხოლოდ ჩემი საზრუნავიაო.

მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი… ამბავი, უბრალოდ, კაცისა, რომელიც ჩემს და ჩემი სამშობლოს მტრებს ყელში გაეჩხირათ! მერე, ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც იმ ზღაპარშია, აფერისტ მელიაზე…

ერთი ბარტყი გადმომიგდეო, თორემ შავ დღეს დაგაყენებო… ცულს მოვიტანო, ცუნცულასაო, ხელეჩოს და წალდუნასაო…

ჰო, რა ვიცი, არაა ივანიშვილი ჩიტი-ჩიორა… და რამდენადაც ვიცი, სულ ახატია ცულიც, ცუნცულაც, ხელეჩოც და წალდუნაც…. ჭირიც იქა და ქატოც იქა… პრაიდი თბილისიც იქა და მარგველას ცოლიც მშვიდობაში მოიხმარეთ”

თქვენი კომენტარი?