ბიძინა, მართლა ასე ფიქრობ, რომ ეგ ძალით შეკრებილი აქცია ვინმეს აინტერესებს?! – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება 29 აპრილს, “ქართული ოცნების” ორგანიზებით დაგეგმილ შეკრებას.
“ამას ჰგონია ახლა, მოსყიდვით, დაშინებით, ძალადობით, სუსით, მუქარით საჯარო სამსახურებიდან წამოყვანილ შემადგენლობას რუსთაველზე დააყენებს და ამ მეთოდებით, ძალდატანებით მიყვანილებისგან (იმ აქციაზე თავისით არასდროს მივიდოდნენ) მიიღებს ლეგიტიმაციას ქვეყნის დამოუკიდებლობის გაუქმებაზე ! მართლა ?! ბიძინა, მართლა ასე ფიქრობ, რომ ეგ ძალით შეკრებილი აქცია ვინმეს აინტერესებს ?! ამით ვინმეს დაარწმუნებ, რომ ქართველებს აღარ უნდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო ?!
ქვეყანას ტოვებს ამერიკისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე მოსისხლე მტერთან პირისპირ თავად მტრისვე მითითებით, რომ მერე ამ მტერმა მისთვის სასურველი ფორმით გადაგვყლაპოს. ძლიერ მეგობრებზე უარი და რუსეთთან მარტო დარჩენა ნიშნავს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დამთავრებას.
და ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამას შევეგუებით ?!
იმ ხალხმაც, ვისაც 29-ში რუსთაველზე უპირებენ მიყვანას, უნდა იცოდეს, რაში მონაწილეობს. ეს ღალატია და არც ერთი სხვა არგუმენტი არ გაჭრის არც ახლა და არც მომავალში თავის გასამართლებლად.”- წერს ვახო სანაია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს