“ფაქტობრივად მაიდანი დაწყებულია, ამ ყველაფრის ორგანიზატორები კი უკვე დაუფარავად არიან კოლექტიური ნაცები”– წერს სოციალურ ქსელში ბლოგეგი ბაჩანა გაჩეჩილაძე, რომელიც ეხმიანება საპროტესტო აქციებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ.
“როგორ და რა მიზეზებით არის რომ “ნაცები” დღემდე არსებობენ, ამ თემაში აღარ შევალ, “ქართული ოცნება” არ მადარდებს, მაგრამ სახელმწიფომ ეს პროცესები უნდა გადააგოროს!
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი დასრულდება “ნაცების” დაბრუნებით! ის რომ დაბრუნების შემთხვევაში, “ნაცები” მე ცოცხალს არ დამტოვებენ, ეს ზუსტად ვიცი! თავს შევაკლავ პირადად მე და ამას არ შევეგუები!
“ქოცობა” კი არა, რაც გინდათ ის დამაბრალეთ! მე უკან დასახევი არ მაქვს! მაგრამ ეს კიდევ მეორეხარისხოვანია! მთავარი ისაა, რომ ამას ავტომატურად მოჰყვება ქვეყნის ომში გახვევა, რასაც დიდი ხანია ცდილობენ საკმაოდ სერიოზული ძალები! ეს კი საბოლოოდ დაასრულებს ჩვენ სახელმწიფოებრიობას! ასე რომ თუ აქამდე ვყოყმანობდი, ახლა ზუსტად ვიცი, რომ 29 აპრილს უნდა გავიდე აქციაზე !”- წერს ბაჩანა გაჩეჩილაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს