23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით “ქრისტეს მართლმადიდებელ მხედართა ქართული ეკლესია” მიმართვას ავრცელებს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

თბილისში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, “ქრისტეს მართლმადიდებელ მხედართა ქართული ეკლესიის მღვდელმთავარი გიორგი მარჯანიძე მიმართვას ავრცელებს.

“ქრისტეს მართლმადიდებელ მხედართა ქართული ეკლესიისთვის მიუღებელია ყოველგვარი დაპირისპირება. კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ მოვლენებს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ არ შეიძლება დაჩქარებულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება, არ შეიძლება ეროვნული ინტერესი იყოს ორი სხვადასხვა აზრის მატარებელი, მეტი სიფხიზლე და მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილება გონივრულ ვადებში ეროვნული აზრის გათვალისწინებით, არ უნდა დავივიწყოთ ქვეყნის ისტორია. საქართველოს ისტორიას კარგად ახსოვს ვინ იყო საქართველოს მეგობარი და ვინ მტერი.

დღეს ჩვენ ვწერთ ისტორიას მომავლისთვის და ეს უნდა იყოს – ეროვნული! გილოცავთ ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში”- წერს გიორგი მარჯანიძე.