პროვოკაციაც რომ იყოს გარკვეული მომიტინგების მხრიდან, ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება არის თუ არა?

384
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და აქციის დარბევას ეხმიანება:

“როდესაც ატყდა აჟიოტაჟი და გაწევ გამოწევა,ხალხი იდგა მშვიდად,აქციის მონაწილეთა 95 % .ის ხალხი ვინც სპეცრაზმის პირისპირ იდგა, ამ ჭიდაობაში იღლებოდა და საკმაოდ ბევრი აქციის მონაწილე, ძირითადად ქალები, რომლებიც აღელვებულები იყვნენ, მოუწოდდბდნენ ახალგაზრდებს დახმარებისთვის, რომ ჩაენაცვლებინათ ის ადამიანები, რომლებიც პირისპირ იყვნენ პოლიციასთან. 

სწორია ამ ხალხის დადანაშაულება ძალადობაში და თავშეუკავებლობაში, ხალხი რომელიც დერეფანს უკეთებდა დაშავებულ პოლიციელებს, წყალს ასმევდა და ისე გამოჰყავდა ეპიცენტრიდან.

შენს გვერდზე რომ სახეში რეზინის ტყვიას მოარტყამენ მეგობარს, შოკი გემართება, მწარდები,იწყებ წინააღმდეგობის გაწევას და გიჩნდება საშინელი უსამართლობის განცდა. პროვოკაციაც რომ იყოს გარკვეული მომიტინგების მხრიდან, ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირველ რიგში ხელისუფლება არის თუ არა?!”- წერს გიორგი ბოჭორიშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE