თუ, კვლავ დაინდო პუტინმა საქართველო, ეს მის თვისებებზე მეტყველებს – ლადო ბედუკაძე

388
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რამდენიმე დღის წინ რუსულ გაზეთ “კამსამოლსკი პრავდა”-ში ლადო ბედუკაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, საიდანაც ამონარიდი ქართულმა მედიამაც გააშუქა სათაურით “პუტინის ადგილას ტანკებს შემოვიყვანდი, როგორც 2008 წელს”. 

ინტერვიუს გამოეხმაურა ლადო ბედუკაძე, რომელმაც განაცხადა:

“წუთების გავრცელებული სტატია მაშინვე აიტაცა “ტაბულამ” და ყველა გაგებით გადმოაქართულა. კარგ მთქმელს – კარგი გამგები უნდაო, თქმულა.

ვისაც ნორმალური აღქმის პრობლემა აქვს, მათთვის განვმარტავ: საქართველო რომ რუსეთის მსგავსს სამხედრო -პოლიტიკურ გავლენას და სიძლიერეს ფლობდეს, ტანკებით გადავუვლიდი კი არა , ავაოხრებდი საქართველოსადმი ყველა მტრულ, არაკეთილმოსურნე სახელმწიფოს,რომელიც თუნდაც ერთ ქართველს, ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს შეურაცხყოფდა.

თუ, კვლავ დაინდო პუტინმა საქართველო ეს მის თვისებებზე მეტყველებს. თუ, რამე დაუდგებოდა წინ?! ვერანაირად ვერ აუხსნი უცხოელს  “სტუმარ-მასპინძელის” შემქმნელი ერის მსგავს საქციელს.”- ამბობს ლადო ბედუკაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE