პარტია “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

276
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება


“როგორც რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით,  ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საკონსტიტუციო ინიციატივა – ,,პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია 1 ივლისს გაიმართება.

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციებს.

პრეზენტაცია 1 ივლისს, 14:00 საათზე , სასტუმრო ,, შერატონ მეტეხი პალასში“  გაიმართება”– ნათქვამია მმართველი პარტიის განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE