ვფიქრობ, საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიები უნდა შეწყდეს – ნინო ჯანგირაშვილი

1692
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ტელეწამყვანი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიები უნდა შეწყდეს.

“ვფიქრობ, საქართველოში რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიები უნდა შეწყდეს. ბოლო ორი წელია ბინას ვაქირავებ და არაერთი რუსი ტურისტი ყოფილა ჩემთან.

ერთადერთი იყო პუტინისტი. დანარჩენები ჩამოდიან ჩემდა გასაოცრად: ახალგაზრდები, რომ გაერთონ და დრო გაატარონ თბილისის კლუბებში, წყვილები, რომლებიც აქ ატარებენ თაფლობის თვეს, დაქალები, რომლებმაც გადაწყვიტეს რომ შვებულების ევროპაში გატარებას თბილისში ჩამოსვლა ურჩევნიათ, იმიტომ რომ აფრენენ აქაურობაზე. ზოგმა საერთოდ არ იცის რა გვარია მათი პრეზიდენტი.

მწერენ შოკირებულები, რა ხდება, ნუთუ ვერასოდეს ვეღარ ჩამოვალთ მანდო? საქართველოს მიმართულება ძალიან პოპულარულია დღეს რუსეთში, ტურისტულ ბიზნესშიც ამ მიმართულებით არაერთი რუსია დასაქმებული. პუტინი ფაქტიურად თავის მოქალაქეებს უფრო დაუპირისპირდა და კარგი იქნება, თუ აქედან არგუმენტებს არ მივაშველებთ.”– წერს ნინო ჯანგირაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE