ბლოგერი ბაჩანა გაჩეჩილაძე მმართველ პარტიას მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკან არ დაიხიოს და ინიცირებული კანონპროექტები აუცილებლად მიიღოს.
“ქართული ოცნების” საყურადღებოდ აქციაზე, ხალხის დიდი რაოდენობის მოსვლამ ილუზიებში არ ჩაგაგდოთ და არ იფიქროთ რომ გაინაღდეთ ეს არჩევნები.
იქ ბევრი ისეთი ვიყავით, რომლებიც არ ვართ თქვენი ამომრჩეველი ( ჩვენი მხარდაჭერის მოსაპოვებლად იმედები უნდა გაგვიმართლოთ და კვლავ არ გადაგვაგდოთ). უბრალოდ ძალიან დიდ საქმეს შეეჭიდეთ, რაშიც ბოლომდე მხარს გიჭერთ და ეს დავანახეთ დასავლეთს რომ ახლა რასაც აკეთებთ, ხალხი მოგყვებათ (მათ შორის კონსტრუქციული ოპონენტებიც და ის მცირერიცხოვანი ნაც-გენზი სექტა არაა საქართველო)
მაგრამ თუ უკან დაიხევთ, ამას თქვენც გადაყვებით და ქვეყანაც (რაც ყველაზე მეტად მადარდებს) ასე რომ, გაითვალისწინეთ ეს და ილუზიებში ნუ ჩავარდებით .
ბოლომდე მიაწექით იმ საქმეს რასაც შეეჭიდეთ და ეს კანონ(ებ)ი გაიტანეთ ბოლომდე ! მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი ამ საქმეში მხარს დაგიჭერთ და მცირერიცხოვან ჭინკებს ქვეყანას არ ავაყირავებინებთ. ეს იცოდეთ და უკან არ დაიხიოთ !”- წერს ბაჩანა გაჩეჩილაძე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს