“შინ და გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ საათების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე პოლიციას არ უნდა დაეშვა”

507
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ლევან ნიკოლეიშვილი 20 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რატომ არის გიორგი გახარია ყველაზე საუკეთესო მოკავშირე იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში 20 ივნისის ღამეს

მთლიანი სურათი უკვე დაიდო. შინ და გარეთ ყველა ვთანხმდებით, რომ საათების განმავლობაში მიმდინარე ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე პოლიციას არ უნდა დაეშვა, და ძალადობაში გადაზრდილი აქციის დაშლის ბრძანება იყო სრულიად ლეგიტიმური.

მაგრამ, ვინ და რაც უფრო საინტერესოა, რატომ, რა მოტივაციით გადაამეტა იმ ღამეს სრულიად ლეგიტიმური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში საკუთარ უფლებამოსილებას?

მაშინ როდესაც გიორგი გახარია, რომელიც ზედმიწევნით სწორად მოქმედებდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული მსგავსი ძალის გადამეტებაში. ტრაგიკული შედეგით დასრულებული საპოლიციო ღონისძიება რომ მისი აღმართში მიმავალი კარიერის დასასრული იქნებოდა, ეს ხომ დღესავით ნათელი იყო?

რას გვაძლევს გიორგი გახარიას მყისიერი გადადგომა დღეს?

სინამდვილეში ხომ სწორედ გიორგი გახარიაა ყველაზე მეტად დაინტერესებული დღეს, რომ ყველაფერი გამოვიძიოთ? და თუ ეს ამბავი მხოლოდ გახარიას მყისიერი გადადგომით დამთავრდება, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? იმას ხომ არა, რომ ჩვენ ვეღარასოდეს გავიგებთ, ვინ, რას და რატომ აკეთებდა 20 ივნისის ღამეს? იმას ხომ არა, კონკრეტული გარემოებების და ფაქტების დადგენის ნაცვლად, ყველაფერი გახარიას გადადგომით ჩაიფარცხება.

ამასთან მომავალში ჩვენ გავაძლიერებთ სპეცრაზმელებში დაუსჯელობის სინდრომს, და ისინი მომავალშიც დარწმუნებულები იქნებიან, რომ ნებისმიერ მათ გადაცდომაზე, რომელიც გამოძიებამ უნდა დაადგინოს რა მოტივაციით იყო ჩადენილი, პასუხს მხოლოდ მინისტრი აგებს?

სინამდვილეში არის თუ არა გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი და საჭირო გამოვიძიოთ ვინ და რატომ, რა მოტივაციით გადააჭარბა იმ ღამეს საკუთარ უფლებამოსილებას.
სიმართლე, ისევე როგორც ეშმაკი, ხომ ყოველთვის დეტალებშია,” – აცხადებს ლევან ნიკოლაშვილი

თქვენი კომენტარი?
IMG.GE