მინდა ხალხს მივმართო, უმორჩილესად გთხოვთ – ირმა ინაშვილის მიმართვა

298
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს 23 ნოემბერს ბათუმში და 25 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ, რათა ერთად დაანახონ მსოფლიოს, რომ მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

“25 ნოემბერს 15:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე იმიტომ, რომ ბრიუსელსაც, ვაშინგტონსაც და მოსკოვსაც ვაჩვენოთ რამდენი ვართ ის ადამიანები, ვისაც არ გვინდა სააკაშვილის რეალობაში დაბრუნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ვიყოთ ბევრნი, 25 ნოემბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე და 23 ნოემბერს ბათუმში, ერას მოედანზე დღის სამ საათზე.

მინდა ხალხს მივმართო, უმორჩილესად გთხოვთ, არ არის ახლა ეს ეტაპი, როცა ჩვენ თავს შეგვიძლია იმის უფლება მივცეთ, რომ დავრჩეთ სახლში ან ის ვთქვთ, რომ არ გავალ აქციაზე, რადგან არ მომწონს სალომე ან ის, რომ ქართულლმა ოცნებამ რამდენი რამ გააფუჭა, ამ ყველაფერზე მერე მოვთხოვოთ პასუხი, გპირდებით, მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ქართულ ოცნებას არაფერს არ აპატიებს, უბრალოდ ახალ გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE