მამუკა ბახტაძე განცხადებას ავრცელებს

393
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

“მსურს, გამოვეხმაურო სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილს, რომელშიც საუბარია ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნაზე.

მისასალმებელი და ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების კონსტრუქციული პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ქვეყნის მომავალი თქვენ ხელშია და საარჩევნო ბარიერის გაუქმებით თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლისა და ქვეყნის მმართველობით პროცესში ჩართვის მეტი შანსი.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის დაქვემდებარებაში იქმნება ახალგაზრდული პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდობისთვის საინტერესო ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას.

მოხარული ვიქნები, თქვენთან შეხვედრით და თანამშრომლობის შესაძლებლობით. ჩვენთვის თქვენი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!|

თქვენი კომენტარი?
IMG.GE