არჩილ თალაკვაძე – გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს

306
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 20-12 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ჩვენს წინაშე არის მოცემულობა, რომ გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა მიიტანეს.

მან ასევე განაცხადა, რომ ასეთ დროს ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში შინაგან საქმეთა მინისტრი და სამინისტრო ვალდებულია იმოქმედოს.

“ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე – ყველანი ვთანხმდებით და საკამათო არ არის, რომ აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ. არ ვაპირებთ რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს “ქართულ ოცნებას” და მმართველ გუნდს. როდესაც საუბარი არის სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება სახელმწიფომ დაიწყო. ამას ემატება ის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა თავად დააფიქსირა ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზე და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო”, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE